Saturday, November 13, 2010

"სვანური “ანგი” და “ეგვიპტური” ანხი…

[ankh]-რა არის ანხი
“ანხი ძველ კემეტურ ენაზე სიცოცხლეს აღნიშნავს და როგორც სიმბოლო, ასოცირებულია არა მხოლოდ იმ ღმერთებთან, რომელთაც იგი ხელთ უპყრიათ, არამედ ჰაერთან, მზესთან და წყალთან.
ძველ ეგვიპტელთა აზრით ანხის პყრობა მისი მფლობელისთვის ბოძებულ მარად სიცოცხლესა და უკვდავებას გამოსახავდა. მათი რწმენით ანხის სიახლოვეს მყოფნი ისრუტავდნენ მისგან გამოსხივებულ სიცოცხლის ენერგიას.ანხი, როგორც სიმბოლო, იმ იეროგლიფების ჯგუფში შედის, რომელთა მნიშვნელობაც ჯანმრთელობა და ბედნიერებაა.საინტერესოა, რომ სულ ახლო წარსულში ანხი გამოიყენებოდა ნაყოფიერებასთან დაკავშირებულ რიტუალებში. ამავე დროს ანხი ოსირისისა და ისიდას, ცისა და მიწის კავშირს ასახავს.მისი მარყუჟი მდედრის, ხოლო დაბოლოება მამრის გამომხატველი სიმბოლოებია და ძირითადი მნიშვნელობა ნაყოფიერება და კვლავწარმოქმნაა .
შუმერული მითოსის თანახმად ანქი (ANKI) სამყაროა, ადამიანის სახიან ღვთაებათ- Aნოუკ – ეგვიპტური სიცოცხლის ღვთაება. აქედან – Aნკ – სიცოცხლე (ებრაულად);ა – ცის ღვთაება ანის (AN) და მიწის ღვთაება ქის (KI) კავშირი;
ზემო სვანეთში კოშკის შუაში, მაღალ ხეზე, რომელსაც სვანურად "ანგი" ჰქვია, ხელმანდილიანი დროშა არის მოთავსებული (ზემო სვანეთი). ზოგჯერ მის წვერზე დამაგრებულია ადამიანის გამოსახულება — “ლამარია”, რომელსაც ხელში დაშნა უჭირავს, წინ ხის ფალოსი აქვს ჩამოკიდებული, ხოლო სახის ადგილზე საცერი უკეთია.(სურ.1)ამ უკანასკნელს “ფარას” ეძახიან. ხეზე ზოგჯერ მხოლოდ საცერი ანგი ჰქვია.
ზემო სვანეთში “ლამარიას” გამოსახულებასთან იმართება “სამთო–ჭიშხაშის” სახელით ცნობილი ფერხული, რომელშიც ექვსი მოხუცი კაცი მონაწილეობს. ისინი სიმღერით ადიან კოშკზე და “ლამარიას” ფერხულით გარს უვლიან, ხოლო შემდეგ ხეს შეანძრევენ და “ფარს” ჩამოაგდებენ. საითაც “ფარსაცერი” გადავარდება, მათი აზრით, იმ წელს იმ მხარეს კარგი მოსავალი იქნება. მოხუცების შემდეგ კოშკზე ადიან ბავშვები, რომელთაგან თითოეული ცდილობს, პირველმა მოკიდოს ხელი “ლამარიას” და ძირს ჩამოაგდოს.
“აღბა–ლაღრალის” დღესასწაულზე სოფელ ჟაბეშში (ზემო სვანეთი) “ლამარიას” ცვლის ხის წვერზე დამაგრებული ძველი საცერი, ხის ლეკური და ხისგან გამოთლილი კაცის ასო. იმართება გუნდაობა, გამარჯვებულები იმ წელს კარგ მოსავალს ელიან. შემდეგ იწყება ფერხული, რომლის დამთავრების ჟამს ხალხი ხის წაქცევას ცდილობს. წაქცეული ხისა და თოვლის კოშკის მიმართულებით ნაყოფიერ წელიწადს იბედებდა”სოფელი. როგორც ჩანს ხის წვერზე დამაგრებული ჯვარი, რომელზედაც საცრის რგოლია ჩამოცმული, ასახიერებს ქვე-ყანისა და ზე-ცის ერთიანობას, სადაც ზეციურის სიმბოლოს _ საცრის რგოლი, ანუ წრე გამოხატავს, ხოლო მიწიერის სიმბოლოდ ჯვარი წარმოგვიდგება.(სურ.1) ამ ორი საწყისის, ზეციურისა და მიწიერის, ცისა და მიწის, სულიერისა და მატერიალურის დამაკავშირებელ ღერძად ,,სიცოცხლის ხე” გვევლინება. მიწის სიმბოლო _ ჯვრისა და ცის, ანუ ,,ცარგვალის” სიმბოლოს ერთიანობას კი ,,ანგი”, ეგვიპტურად AHNKH, ჰქვია.აღსანიშნავია, რომ სვანურიანგისმსგავსად ANKH ჰქვია ეგვიპტელთა თავმომრგვალებულ ჯვარს, რომელიც სიცოცხლის სიმბოლოდ არის მიჩნეული.ცნობილია, რომ სიცოცხლის ხის იდეა უნივერსალური მოვლენაა, მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და მრავალი ვარიანტით გვხვდება.ეს კი უფლებას გვაძლევს გავიმეოროთ მოსაზრება იმის შეასახებ, რომ სვანური ანგი და სიცოცხლისცხოვრების ცნებად მიჩნეული ეგვიპტური ANKH- სიცოცხლის მიმნიჭებელ ღვთაებათა ატრიბუტებია.
ეგვიპტური სიცოცხლის სიმბოლოს, მრგვალთავიანი ჯვრის - AHNKH-ის, და მისი ქართული და შუმერული ანალოგის, ანგისა და ან-ქის დაშლის შედეგად დავადგინეთ, რომ ქართულ კრიპტოგრამებში დაფიქსირებული წრის ფორმის ნიშანი შესაძლოა ,,ან” ბგერას გამოხატავდეს, ჯვარი - ქართული ასომთავრული დამწერლობის ,,ქან” ასონიშანს შეესატყვისებოდეს, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით, ხოლო წრეში ჩასმული ჯვარი ,,თ”-ს ან ,,თ” ბგერით დაწყებულ მარცვალს აღნიშნავდეს. (სურ:2)
შუმერული ან-ქი-ს, ეგვიპტური AHNKH-ისა და ქართული ანგ-ის გამომსახველი სიმბოლო _ თავმომრგვალებული ჯვარი , წარმოადგენს ლიგატურას, ანუ შეერთებას, ორი დამოუკიდებელი სიმბოლოსი, წრისა და ჯვარისა, სადაც წრე ზეცის სიმბოლოა და მისი ფონური მნიშვნელობა არის ,,ან”-ი. ხოლო ჯვარი წარმოადგენს ქვეყნის, ან მიწის სიმბოლოს და მისი ფონური მნიშვნელობა არის ,,ქი” ან ,,გი”. საინტერესოა, რომ სვანური ენის ჩოლურულ დიალექტზე მიწას ჰქვია ,,გიმ” ან ,,გი”.
სვანეთში თოვლის კოშკზე აღმართული ცაცხვისა თუ ნაძვის ხეს, რომელის წვერზე სხვადასხვა საგნებია დამაგრებული: ჯვარი, დროშა, ,,ლამარია” და ა.შ., როგორც აღნიშნული იყო, ,,ანგს” ეძახდნენ. აღსანიშნავია, რომ სვანური ,,ანგის” მსგავსად ANHKH ჰქვია ეგვიპტელთა თავმომრგვალებულ ჯვარს , რომელიც ასევე სიცოცხლის სიმბოლოდ არის მიჩნეული. ქართული ,,ანგისა” და ეგვიპტური ,,AHNKH”-ის მსგავსებას ყურადღება პირველად ჯ. რუხაძემ მიაქცია. როგორც ცნობილია ძველ ეგვიპტურ რელიგიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მზის ღმერთს ,,რა”-ს, რომლის უცვლელი და უწყვეტი აღორძინების ნიშანია ,,ანხ”-ი _ ჯვარი, რომელსაც წრის გამოსახულება აზის.
აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს შუმერული მითოლოგიის ღმერთების, ცის ღმერთის _ ,,ან”-ისა და მიწის ღმერთის ,,ქი”-ს სახელები. სამყაროს წარმოქმნის შუმერული მითოსის მიხედვით, რომელიც უკიდურესად ლაკონური სახით არის შემონახული, ცა (ან) და მიწა (ქი) თავდაპირველად ერთი მთლიანობა ყოფილა და ,,ოდესღაც” განცალკევებულან. მათ კავშირს გამოხატავს ღვთიურობის აღმნიშვნელი დეტერმინატივი, _ დურ-ან ქი, ,,კავშირი ცისა და მიწისა[ankh]




No comments:

Post a Comment

 
Wordpress Theme by wpthemescreator .
Converted To Blogger Template by Anshul .